TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიეზა იუვენტუსის წინადადების მიღებას გეგმავს

იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ფედერიკო კიეზას შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის ინიციატივით, მისმა აგენტმა გუნდთან მოლაპარაკებები განაახლა და კიეზას მიმართ არსებული დიდი ინტერესის მიუხედავად, იტალიელ ფეხბურთელს ტურინულ გრანდში დარჩენა და ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.

გამოცემის ინფორმაციით, თუ კიეზა აქამდე ხელფასის 7.5 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვდა, ახლა ის წლიურად უცვლელად 5 მილიონის მიღების წინააღმდეგი არ არის.

მხარეებს შორის შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შედგება და დიდია ალბათობა, რომ კიეზამ მომდევნო სეზონშიც იუვენტუსისთვის შეუტევს.

44 views
error: დაცული კონტენტი !