მილანმა იუვენტუსს სალემაკერსის ფასი შეუთვალა
ტიაგო მოტას იუვენტუსში ალექსის სალემაკერსის ხილვა სურს, თუმცა მილანი მის სანაცვლოდ საკმაოდ მსუყე თანხას ითხოვს, რის გადახდასაც ბიანკონერი არ აპირებს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლომბარდიულ გრანდს ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელმაც გასული სეზონი ტიაგო მოტას ბოლონიაში იჯარის წესით გაატარა, 15 მილიონ ევროს ითხოვს.
იუვენტუსის გარდა, სალემაკერსის ტრანსფერით ატალანტაც ინტერესდება, თუმცა 15 მილიონის გადახდას არც ლა დეა გეგმავს.