TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტოტენჰემის ინტერესი გატის მიმართ სერიოზულია

SportMediaset-ის ჟურნალისტის ჯანი ბალძარინის ინფორმაციით, ტოტენჰემის ინტერესი იუვენტუსის მცველის ფედერიკო გატის მიმართ სერიოზულია და უახლოეს პერიოდში ლონდონელები ტურინულ გრანდთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს გატის გაყიდვა არ სურს, მაგრამ თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი მის სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს გადაიხდის, იუვენტუსი ფეხბურთელის გაშვებას დათანხმდება.

გატის გაყიდვის შემთხვევაში, ტურინულ გრანდში რიკარდო კალაფიორის მისვლის შანსი საგრძნობლად გაიზრდება.