TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის ახალი მეწილე:“ ბინაკონერი ძველ დიდებას ძალიან მალე დაიბრუნებს“

იუვენტუსის ახალმა მეწილემ და ცნობილი კრიპტო ქოინ Tether-ის გენერალურმა დირექტორმა პაოლო არდოინომ, ვინც ტურინში უდინეზესთან მატჩს დაესწრო, მირკო დი ნატალესთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„უდინეზესთან მატჩი ? ეს შესანიშნავი შეგრძნებაა, იუვენტუსის ქომაგებს შორის თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ამ სტადიონს რაღაც განსაკუთრებული ენერგია აქვს, ეს არის ერთი დიდი ოჯახი. ასეთ რთულ სეზონშიც კი, 19-დან 17 შეხვედრამ სრული ანშლაგით ჩაიარა, რაც შესანიშნავი შედეგია.

„ქომაგები ძალიან კარგად დამხვდნენ და ამით მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იუვენტუსში ინვესტიცია სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს ჩემთვის და სრულიად Tether-ისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

„ვფიქრობ, ქომაგებს გუნდის განვითარებაში ჩვენი მეტი ჩართულობა უნდათ და ამისთვის მზად ვართ. საიდუმლო არ არის, რომ გუნდის მფლობელების მხრიდან გარკვეული ყოყმანი არსებობს, თუმცა ჩვენი მიზანი იუვენტუსის დახმარებაა.

„იუვენტუსი იტალიური სრულყოფილებაა, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით ქომაგი და ძალიან დიდი გავლენა აქვს, ჩვენ ამ ყველაფრის გუნდისთვის სასიკეთოდ გამოყენება შეგვიძლია.

„ჩვენ არ გვეჩქარება, ჩვენი მიზანი გუნდში ახალი იდეებისა და რესურსების ჩადებაა, გვჯერა ხანგრძლივი პროექტის და დარწმუნებულები ვართ, რომ იუვენტუსი ძველ დიდებას ძალიან მალე დაიბრუნებს.“

error: დაცული კონტენტი !