უდინეზე იუვენტუსთან მატჩს საკადრო პრობლემების ფონზე ხვდება
იუვენტუსის მსგავსად, უდინეზეს მომდევნო ტურში საკმაოდ მნიშნველოვანი ფეხბურთელების გარეშე მოუწევს თამაში.
Corriere dello Sport-ის ცნობით, უდინეზეს იუვენტუსტან ფლორიან ტოვინი, იაკა ბიოლი, არტურ ატა და ლორენცო ლუკა ვერ დაეხმარებიან.
უდინეზე სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზე იმყოფება, ბიანკონერის სერია ა-ში ადგილის შენარჩუნება გარანტირებული აქვს, ამიტომ იუვენტუსისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე ხვდება.

 
                 
                 
                