TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი ატლეტიკოში ტრანსფერთან ახლოს არის

დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, თუმცა ჯერ უცნობია, თუ სად გააგრძელებს სერბი ფორვარდი კარიერას.

ვლაჰოვიჩს გასულ დღეებში აქტიურად ნიუკასლს უკავშირებდნენ, თუმცა ესპანური გამოცემა DSport-ის ცნობით, მადრიდის ატლეტიკო დუშანის ტრანსფერზე მუშაობს და ფეხბურთელის გაფორმებასთან ახლოს არის.

იუვენტუსი ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 40-45 მილიონი ევროს გამომუშავებასა და მიღებული თანხის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერში გამოყენებას გეგმავს.

error: დაცული კონტენტი !