გატი, კამბიაზო, კოპმეინერსი და კელი კვლავ განცალკევებით ვარჯიშობენ
იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს და სეზონის ოთხეულში დასასრულებლად ბიანკონერის დარჩენილ ორივე მატჩში გამარჯვება მოუწევს.
ტურინული გრანდის მომდევნო მეტოქე უდინეზე გახლავთ და იგორ ტუდორს ამ შეხვედრაშიც სერიოზული საკადრო პრობლემების ფონზე მოუწევს ფონს გასვლა.
IlBianconero-ს ცნობით, ფედერიკო გატი, ტეუნ კოპმეიენრსი, ანდრეა კამბიაზო და ლოიდ კელი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშს აგრძელებენ, მათი მონაწილეობა მომდევნო მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…
