TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის პირველი წინადადება ოსიმენის სანაცვლოდ…

იტალიელი ჟურნალისტის ჩირო ვენერატოს ინფორმაციით, იუვენტუსმა ნაპოლის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის თაობაზე პირველი წინადადებით მიმართა.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი პარტენოპეის ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს სთავაზობს.

ვენერატოს თქმით, ნაპოლის ოსიმენის იტალიის ფარგლებს გარეთ გაყიდვა ურჩევნია, თუმცა ფეხბურთელის პოზიცია, ვისაც მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება, გადამწყვეტი იქნება.

43 views
error: დაცული კონტენტი !