TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე პსჟ-ს პასუხის მოლოდინშია

იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის შენარჩუნებაზე მუშაობას აგრძელებს და პსჟ-ს მხრიდან საბოლოო პასუხის მოლოდინშია.

ფრანგი ფორვარდის მიმდინარე იჯარა იუვენტუსში სეზონის ბოლოს იწურება, ტურინულ გრანდს კი მისი არენდის კიდევ 1 წლით გახანგრძლივება სურს, ამჯერად მისი გამოსყიდვის პერსპექტივით.

SportItalia-ს ცნობით, კოლო მუანი პსჟ-ს გეგმებში არ შედის და ფრანგები მისი გაშვების წინააღმდეგები არ არიან, თუმცა მათ 40-45 მილიონის მიღება ახლავე სურთ, რაც იუვენტუსის გეგმებში ამ ეტაპზე არ შედის.

error: დაცული კონტენტი !