TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სპალეტი:“ მუნდიალზე კვალიფიკაცია მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. იტალია საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა, ნორვეგიასთან და სხვებთან რთული მატჩები გველოდება, მაგრამ ჩვენ საგზურს აუცილებლად მოვიპოვებთ, რადგან ძლიერები და თავდაჯერებულები ვართ.“

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრების კონკურენტები I ჯგუფში ესტონეთი, ნორვეგია, ისრაელი და მოლდოვა არიან.

error: დაცული კონტენტი !