TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: დუგლას ლუისი იუვენტუსის ფეხბურთელია

იუვენტუსმა ასტონ ვილადან ბრაზილიელი ნახევარმცველის დუგლას ლუისის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ინგლისელები 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ენცო ბარენეჩეას, სამუელ აილინგ-ჯუნიორსა და 28 მილიონ ევროს მიიღებენ. მომავალში ბარენეჩეასა და აილინგის გაყიდვის შემთხვევაში ტურინულ გრანდს სრული თანხის 10 პროცენტი შეხვდება.

ლუისმა იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი გასამრჯელო სეზონში 4.5 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება.

error: დაცული კონტენტი !