TuttoJuve

Juve per sempre sarà

მაროტა:“ დავტოვე თუ არა იუვენტუსი რონალდუს გამო ?…“

ინტერის პრეზიდენტმა ბეპე მაროტამ DAZN-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსის დატოვების მიზეზი დაასახელა.

„იუვენტუსის დატოვება ? იუვენტუსის მფლობელს და პრეზიდენტს გუნდის ხელმძღვანელობაში ცვლილებების შეტანა, მისი გაახალგაზრდავება სურდა. ანდრეა ანიელიმ გუნდის ხელმძღვანელობისთვის საკმარისი გამოცდილება შეიძინა და მას მეტად მნიშვნელოვანი როლი სურდა, ჩვენი გზები ძალიან მეგობრულ და მშვიდ სიტუაციაში გაიყო.

„იყო თუ არა ეს რონალდუს ტრანსფერის გამო არსებული უთანხმოების ბრალი ? ეს სრულიად მოგონილი ისტორიაა. დიახ, ეს არ იყო ოპერაცია, რომელსაც მე მხარს ვუჭერდი, მაგრამ ამ თემაზე დაპირისპირება არ გვქონია. რონალდუ დიდებული ფეხბურთელი და ჩემპიონია, თუმცა ვფიქრობ, მაშინ იუვენტუსისთვის ასეთი დიდი ინვესტიციის განხორციელება ნაადრევი იყო.“

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).