იუვენტუსმა კინის 2 პოტენციური შემცვლელი შეარჩია
მოიზე კინი კარიერას ფიოენტინაში გააგრძელებს, არკადიუშ მილიკის გუნდში დარჩენა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამიტომ ტურინელებს მინიმუმ ერთი ფორვარდის გაფორმება მოუწევთ.
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი შეტევის ხაზის გასაძლიერებლად ჯენოას მატეო რეტეგისა და ჩელსის არმანდო ბროიას კანდიდატურებს განიხილავს.
წყაროს ცნობით, მოტას ფავორიტი რეტეგი გახლავთ, მაგრამ გენუელები 25 წლის იტალიელი ფორვარდის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს ითხოვენ, რის გადახდასაც ბიანკონერი არც კი განიხილავს.