TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გატი ლაციოსთან მატჩისთვის მზად იქნება

ფედერიკო გატი სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს და დიდი ალბათობით ის უახლოეს პერიოდში სრული დატვირთვით ვარჯიშს განაახლებს.

გატიმ მცირე წვივის ძვლის მოტეხილობის გამო 6 მატჩი გამოტოვა, თუმცა SportItalia-ს ცნობით, იტალიელი უკანახაზელის სარეაბილიტაციო პროცესი პოზიტიურად ვითარდება.

წყაროს ინფორმაციით, ის ლაციოსთან მატჩისთვის მზად იქნება და დიდი ალბათობით შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

error: დაცული კონტენტი !