TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბალძარინი:“ ელკანი იუვენტუსში კონტეს დაბრუნების იმედს არ კარგავს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანი ბალძარინის ინფორმაციით, იუვენტუსის მფლობელი ჯონ ელკანი ტურინულ გრანდში ანტონიო კონტეს დაბრუნებას იმედოვნებს.

წყაროს ცნობით, მომდევნო კვირაში ანტონიო კონტესა და აურელიო დე ლაურენტისს შორის შეხვედრა შედგება, რომლის შემდეგ გადაწყდება, დარჩება თუ არა იტალიელი სპეციალისტი პარტენოპეის რიგებში.

ბალძარინის თქმით, თუ კონტემ ნაპოლის დატოვება გადაწყვიტა, იუვენტუსი მის გაფორმებას ყველა ხერხით ეცდება.

error: დაცული კონტენტი !