TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს კამბიაზოს შემცვლელი შერჩეული ჰყავს

იუვენტუსი ანდრე კამბიაზოს პოტენციური შემცვლელების ძიებას განაგრძობს და პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.

ანდრეას მსურველები ევროპის ტოპ ჩემპიონატებში მრავლად ჰყავს და მისი არც თუ ისე კარგი თამაშის ფონზე, იუვენტუსი იტალიელი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, თუ კამბიაზომ გუნდი დატოვა, იუვენტუსი მის სანაცვლოდ ლაციოდან 25 წლის პორტუგალიელის ნუნო ტავარეშის გაფორმებას ეცდება.

ტავარეშის აქტივში მიმიდნარე სეზონში სერია ა-ში ჩატარებულ 21 მატჩში 8 საგოლე გადაცემაა.

error: დაცული კონტენტი !