იუვენტუსი სუდაკოვის ტრანსფერზე მუშაობს
ბრიტანელი ჟურნალისტის ბენ ჯაკობსის ინფორმაციით, იუვენტუსი უკრაინელი ტალანტის გეორგი სუდაოვის ტრანსფერზე მუშაობს.
ტურინული გრანდი 22 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს, რაც თავად სუდაკოვმაც დაადასტურა (იხილეთ აქ) და წყაროს ცნობით, იუვე მის გაფორმებას კიდევ ერთხელ სეზონის ბოლოს ეცდება.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი უკრაინელებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, თუმცა ტურინელებს კონკურენციას ნაპოლი და ბრენტფორდი უწევენ. შახტარი სუდაკოვის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს ითხოვს.
