TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალაფიორის ტრანსფერისთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგის გუნდები დაწინაურდნენ

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბოლონიას მცველის რიკარდო კალაფიორის დარჩენა როსობლუს რიგებში რთულად წარმოსადგენია.

წყაროს ცნობით, ბოლონიას იტალიელი ფეხბურთელის გაყიდვა არ სურდა, თუმცა მის მიმართ არსებული ინტერესის ფონზე, კალაფიორი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.

რიკარდოს იუვენტუსთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება მიღწეული აქვს, მაგრამ იუვენტუსი მოთხოვნილი 50 მილიონის გადახდას და ინგლისურ გუნდებთან ფინანსურად კონკურენციის გაწევას ვერ შეძლებს…