TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოპმეინერსი და მაკკენი პარმასთან მატჩისთვის მზად იქნებიან

ტეუნ კოპმეინერსი და უესტონ მაკკენი პარმასთან მოახლოებული მატჩისთვის გუნდის განკარგულებაში იქნებიან.

ორივე ფეხბურთელმა მცირე ტრავმები ლეჩესთან მატჩის მსვლელობისას მიიღეს, რის გამოც ისინი ინდივიდუალურად მუშაობენ, თუმცა Tuttosport-ის ცნობით, ტეუნის და უესტონის დაზიანებები უმნიშვნელოა, ამიტომ ისინი მომდევნო ტურში იგორ ტუდორის განკარგულებაში იქნებიან.

შეგახსენებთ, იუვენტუსი პარმას 21 აპრილს ესტუმრება და იგორ ტუდორის გუნდი ოთხეულში ადგილის გამყარებას ეცდება.

error: დაცული კონტენტი !