TuttoJuve

Juve per sempre sarà

ფიორენტინამ ფაჯოლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ფიორენტინა სეზონის ბოლოს იუვენტუსიდან ნიკოლო ფაჯოლის გამოისყიდის.

ფაჯოლი ფლორენციულ გუნდში იჯარის წესით ასპარეზობს, მისი შემდგომში 13.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ფიორენტინას ევროპულ ჩემპიონატზე მოხვედრის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

წყაროს ინფორმაციით, ფიორენტინამ ფაჯოლის გამოსყიდვა უკვე გადაწყვიტა, იმის მიუხედავად, გავა თუ არა გუნდი ევროპულ ტურნირზე.

error: დაცული კონტენტი !