მბანგულას ტრანსფერით რამდენიმე გუნდი ინტერესდება
ნიკოლო სკირას ცნობით, იუვენტუსის ტალანტის სამუელ მბანგულას ტრანსფერით რამდენიმე ინგლისური და გერმანული გუნდი ინტერესდება.
ბელგიელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და ტურინულ გრანდს მის სანაცვლოდ 15-20 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვს.
სკირას ინფორმაციით, რამდენიმე გუნდმა მბანგულას თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და მომდევნო კვირებში იუვენტუსი მათგან ოფიციალურ წინადადებას ელოდება…