TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჯალო სეზონის ბოლოს იუვენტუსში დაბრუნდება

ტიაგუ ჯალო მიმდინარე სეზონის ბოლოს იუვენტუსის რიგებს დაუბრუნდება.

24 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით პორტუში ასპარეზობს, თუმცა ის გუნდის მნიშვნელოვან წევრად არ მოიაზრება, ამიტომ პორტუგალიელები ჯალოს შენარჩუნებაზე მუშაობას არ აპირებენ.

მოსალოდნელია, რომ იუვენტუსი ზაფხულში პორტუგალიელის საბოლოოდ გაყიდვას ეცდება.

41 views
error: დაცული კონტენტი !