TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოჯი:“ მოტა იუვენტუსს უფსკრულისკენ მიაქანებდა“

იუვენტუსის ყოფილი დირექტორის ლუჩიანო მოჯის აზრით, გუნდიდან ტიაგო მოტას გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო.

„ტიაგო მოტამ გააკეთა ყველაფერი, რაც მწვრთნელმა არ უნდა გააკეთოს. კაპიტნების ხშირი ცვლა, ფეხბურთელები უჩვეულო პოზიციებზე, კოპმეინერსი მოედანზე, როდესაც ის ცუდად იყო და სიცხე ჰქონდა.

„მოტა იუვენტუსს უფსკრულისკენ მიაქანებდა და მისი გაშვება სწორი იყო, თუმცა გუნდმა ეს ძალიან გვიან გააკეთა და ახლა სეზონის გადარჩენა უკვე ძალიან გვიანია.

„ტუდორი ? ის სწორი არჩევანია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. ტუდორი გულით იუვენტინოა, ასეთ ხანმოკლე კონტრაქტზე თანხმობას მხოლოდ ის ადმაიანი დათანხმდებოდა, ვისაც იუვენტუსი ძალიან უყვარს.“

error: დაცული კონტენტი !