ქართველი ტალანტი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი თბილისის დინამოს ქართველი ტალანტის საბა ხარებაშვილის ტრანსფერით ინტერესდება.
მირკო დი ნატალეს ცნობით, ტურინულმა გრანდმა 16 წლის მარცხენა მცველის დასაკვირვებლად სკაუტები უკვე გააგზავნა და დიდია ალბათობა, მომდევნო თვეებში იუვემ ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს.
საბა დინამოს აკადემიის აღზრდილი გახლავთ და ასაკის მიუხედავად ის უკვე ძირითადი გუნდის წევრი გახლავთ.