გატი მინიმუმ 30 დღეს იუქმებს
იუვენტუსის მცველმა ფედერიკო გატიმ J Medical-ში სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და სამწუხაროდ, დიაგნოზი არც თუ ისე პოზიტიურია.
იტალიელ ფეხბურთელს, რომელმაც ტრავმა ჯენოასთან მატჩში მიიღო, მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდასტურდა.
გატის დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია, თუმცა მას მინიმუმ 30 დღე გაუცდება.