კაპელო:“ ტუდორმა იცის, იუვენტუსში მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებას აქვს“
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იუვენტუსში მიმდინარე ცვლილებები შეაფასა.
„ტუდორს კარგად ვიცნობ, ის ფეხბურთელის ამპლუაში ჩემი გუნდის წევრი იყო, შემდეგ კი იგორის სამწვრთნელო საქმიანობას ყურადღებით ვადევნებდი თვალს.
„ტუდორი იუვეს შიგნიდან იცნობს და იცის, თუ რა მიმართულებით უნდა იმოძრაოს გუნდმა, მას აქვს კონკრეტული იდეები, რომელთა განხორციელებაც მოედანზე ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული.
„როგორც ტუდორმა თქვა, არ აქვს მნიშვნლეობა, რომ იუვეს ახალგაზრდული გუნდი ჰყავს. იუვენტუსის, მილანის, ინტერის მსგავს გუნდებში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
„რა თქმა უნდა, სანახაობრივი თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყურადღება შედეგებს ექცევა.
„ვლაჰოვიჩი ? დუშანის ასე სკამზე დასმა მიუღებელია. მართალია, ვლაჰოვიჩი ტექნიკურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ თუ მას საჯარიმოში მომენტებს შეუქმნი, დუშანი მათ უმეტესობას გამოიყენებს.
„მოტა ? ჩვენ ზაფხულში ყველას გვეგონა, რომ მოტა დიდებული მწვრთნელი იყო. სამწუხაროდ, მან იუვენტუსში ამის დამტკიცება ვერ შეძლო და მისი გუნდიდან გაშვება მოსალოდნელი და ლოგიკური იყო.“