იუვენტუსს ტუდორის პრიორიტეტული შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს
იგორ ტუდორმა იუვენტუსშუ მუშაობა ახლახანს დაიწყო, თუმცა ის დიდი ალბათობით ტიაგო მოტას დროებით შეცვლის და სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, ტურინულ გრანდს კი მისი პოტენციური შემცვლელები უკვე შერჩეული ჰყავს.
ტუდორის კონტრაქტი იუვენტუსთან მსოფლიო საკლუბო მუნდიალის შემდეგ იწურება და ტურინულ გრანდს ხორვატი სპეციალისტის ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გაგრძელება შეუძლია, თუმცა ამ მომენტისთვის რთულად წარმოსადგენია, რომ იუვენტუსმა ეს ოფცია გამოიყენოს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი მომდევნო სეზონისთვის გუნდში ანტონიო კონტეს დაბრუნებას ეცდება, ის ჯონ ელკანის უპირველესი არჩევანია, ალტერნატივებად კი სტეფანო პიოლი და რობერტო მანჩინი მოიაზრებიან.