TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ ვამაყობ, რომ ამ დიდებული გუნდის რიგებში მუშაობის საშუალება მქონდა“

იუვენტუსის უკვე ყოფილი მწვრთნელი ტიაგო მოტა გუნდს გამოცემა ANSA-ს მეშვეობით გამოემშვიდობა.

„მე რთული მომენტების გამოვლა მომიწია, მათ ყოველთვის მაქსიმალური მონდომებითა და ყოველდღე გაუმჯობესების სურვილით ვხვდებოდი.

„მინდა გუნდის მფლობელებს მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ ამ დიდებული გუნდის რიგებში მუშაობის საშუალება მომცა. მადლობა გუნდის ხელმძღვანელობას და თითოეულ ადამიანს, რომელიც ყოველდღე მხარს გვიჭერდა.

„მადლობა ფეხბურთელებს, რომლებიც პირველივე დღიდან დაუღალავად მუშაობდნენ. იუვენტუსსა და მის ქომაგებს მომავალში უამრავ წარმატებასა და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.“

error: დაცული კონტენტი !