იუვენტუსმა ილდისის პოტენციური შემცვლელი შეარჩია
გასულ დღეებში იუვენტუსიდან კენან ილდისის შესაძლო წასვლის თაობაზე აქტიურად იწერებოდა და Tuttomercato-ს ინფორმაციით, ტურინულ გრანდს თურქი ტალანტის პოტენციური შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.
წყაროს ცნობით, თუ ილდისმა ზაფხულში გუნდი დატოვა, იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მანჩესტერ იუნაიტედის ტალანტი ალეხანდრო გარნაჩო იქნება.
იუვენტუსი ილდისის გაყიდვას 80-90 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს, გარნაჩოს გაფორმება კი დაახლოებით 45-50 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.