ტონალი იუვენტუსის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ნიუკასლის ნახევარმცველი სანდრო ტონალი იუვენტუსის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.
წყაროს ცნობით, მიმდინარე სეზონში არასტაბილური თამაშის მიუხედავად, კრისტიანო ჯუნტოლი მიიჩნევს, რომ ტურინულ გრანდს კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავს და რამდენიმე ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში გუნდი მაღალი მიზნებისთვის, მათ შორის სკუდეტოსთვის იბრძოლებს.
ალბანეზეს თქმით, ნახევარდაცვის გაძლიერებისთვის ჯუნტოლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ სანდრო ტონალია, თუმცა მისი გაფორმება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება რეალური, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას შეძლებს.