დელა ვალე:“ რთულად წარმოსადგენია, რომ ტიაგო მოტა იუვენტუსში დარჩება“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიანა დელა ვალემ ტიაგო მოტას გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
„იუვენტუსმა მწვრთნელის თაობაზე გარკვეული შეჯამებების გაკეთება უკვე დაიწყო. ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდში მძიმე განწყობაა და რთულად წარმომიდგენია, რომ მოტა იუვენტუსში დარჩება.
„მოტა შესაძლოა იმ შემთხვევაშიც კი გაუშვან, თუ გუნდი სეზონის ოთხეულში დასრულებას ვერ შეძლებს.“