ფიორენტინა ფაჯოლის გამოისყიდის
ფიორენტინამ იუვენტუსიდან ნიკოლო ფაჯოლის გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
ნიკოლო ფლორენციულ გუნდს იანვარში 6-თვიანი იჯარით შეუერთდა, რის სანაცვლოდაც იუვენტუსმა 2.5 მილიონი ევრო მიიღო.
იებს ნიკოლოს გამოსყიდვა 16.5 მილიონ ევროდ შეუძლიათ, აღნიშნული პუნქტი ევროპულ ტურნირებზე მოხვედრის შემთხვევაში კი სავალდებულო გახდება.
SportItalia-ს ცნობით, ფიორენტინა მოცდას არ აპირებს, ფლორენციელები ნიკოლოს თამაშით კმაყოფილები არიან და მისი გამოსასყიდი პუნქტის გააქტიურებას აპირებენ.