TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა მოტას 3 პოტენციური შემცვლელი უკვე შეარჩია

იტალიურ მედიაში ტიაგო მოტას იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის თაობაზე ცნობები არ წყდება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი დიდი ალბათობით მოტას სეზონის ბოლომდე არ გაუშვებს, ზაფხულში კი იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტის ბედი საბოლოოდ გადაწყდება და მოსალოდნელია, რომ ტურინულ გრანდს ახალი მწვრთნელი ეყოლება.

გამოცემის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი მოტას შეცვლას ჯან პიერო გასპერინის, ანტონიო კონტესა და რობერტო დე ძერბის კანდიდატურებით განიხილავს.