ვლაჰოვიჩისთვის არსენალი და ნიუკასლი იბრძოლებენ
დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსიდან წასვლა სეზონის ბოლოს გადაწყვეტილია და დიდი ალბათობით სერბი ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
ვლაჰოვიჩს მსურველები მრავლად ჰყავს, მაგრამ მისი პრიორიტეტი ინგლისში თამაშია, სადაც დუშანის მიმართ ინტერესს არსენალი და ნიუკასლი იჩენენ.
ვლაჰოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ ტურინულ გრანდს მისი გაყიდვა დაახლოებით 30-35 მილიონ ევროდ მოუწევს.