მოტასა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა უკვე დიდი ხანია დაძაბულია…
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტიაგო მოტასა და იუვენტუსის ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვეა დაძაბულია, რაც თავის მხრივ გუნდის შედეგებზეც ცუდად აისახება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის ფეხბურთელები გუნდიდან ნიკოლო ფაჯოლისა და დანილოს გაშვებით უკმაყოფილოები დარჩნენ. დანილო გასახდელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და მისი გუნდიდან მოკვეთა ფეხბურთელების უმეტესობას არ მოეწონა.
დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი გახდა კაპიტნის სამკლაურიც. გუნდს სეზონის სტარტიდან შვიდმა ფეხბურთელმა უკაპიტნა, მათ შორის კი ყველაზე უკმაყოფილო ფედერიკო გატი დარჩა, ვინც სეზონის სტარტზე გუნდის ახალ კაპიტნად მოიაზრებოდა, თუმცა მას შემდეგ იუვენტუსს მანუელ ლოკატელი და უესტონ მაკკენი კაპიტნობენ…