ფენერბაჰჩე კოსტიჩის გამოსყიდვას გეგმავს
ფენერბაჰჩე ფილიპ კოსტიჩის თამაშით კმაყოფილია და სეზონის ბოლოს მის გამოსყიდვას გეგმავს.
32 წლის ფეხბურთელის აქტივში, რომელიც თურქულ გუნდში 1-წლიანი იჯარით ასპარეზობს, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
ნიკოლო სკირას ცნობით, თურქებს ფეხბურთელის გამოსყიდვა სურთ და უახლოეს პერიოდში იუვენტუსთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ. მოსალოდნელია, რომ ბიანკონერი მის სანაცვლოდ 5-6 მილიონ ევროს მიიღებს.