კრიშიტელო:“ მოტა სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, იუვენტუსის მთავარი პრობლემა ჯონ ელკანია“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და SportItalia-ს გენერალურმა დირექტორმა მიკელე კრიშიტელომ იუვენტუსში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„კრისტიანო ჯუნტოლის სიტყვების მიუხედავად (იხილეთ აქ), მჯერა, რომ ტიაგო მოტა სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. არა იმიტომ, რომ ის ცუდი მწვრთნელია, უბრალოდ ტიაგო ჯერჯერობით იუვენტუსის დონის გუნდისთვის მზად არ არის, ბიანკონერი კი არ არის ადგილი, სადაც ექსპერიმენტების განხორციელების საშუალება გაქვს, აქ შენგან ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ.
„იუვენტუსის მთავარი პრობლემა არა მწვრთნელი, არამედ ჯონ ელკანია. ანდრეა ანიელი დიდებული პრეზიდენტი, გუნდის ხელმძღვანელი და ნამვდილი იუვენტინო იყო, ელკანი კი შესანიშნავი ბიზნესმენია, მაგრამ მას ფეხბურთის არაფერი გაეგება.“