იუვენტუსი მირეტის თაობაზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს
იუვენტუსის ტალანტის ფაბიო მირეტის მიმართ ინტერესი არაერთმა გუნდმა დააფიქსირა, თუმცა ტურინული გრანდი იტალიელთან მარტივად დამშვიდობებას არ აპირებს.
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი მირეტის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს და თუ გუნდმა სასურველი წინადადება არ მიიღო, ფაბიო გუნდში დარჩება.
მირეტის ტრანსფერით ჯენოა, კომო და სხვა რამდენიმე გუნდი ინტერესდება, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება იუვენტუსს არ მიუღია.