TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პალერმო იუვეს ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს

პალერმო იუვენტუსის NextGen-ის ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს.

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, სიცილიელები რიკარდო ტურიჩიასა და ლუის ჰასას ტრანსფერებით ინტერესდებიან და ტურინულ გრანდთან მოლაპარაკებებს უვკე აწარმოებენ.

იუვენტუსი ფეხბურთელების იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, რაც მათ სერია ბ-ში თამაშის გამოცდილებას მისცემს, თუმცა მათი საბოლოოდ გაყიდვა რთულად წარმოსადგენია.