TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩის ტრანსფერით 3 გუნდი ინტერესდება

იტალიურ მედიაში იუვენტუსიდან დუშან ვლაჰოვიჩის წასვლის თაობაზე ცნობები არ წყდება და როგორც ჩანს, სერბი ფორვარდი ტურინული გრანდის რიგებს სეზონის ბოლოს დატოვებს.

SportItalia-ს ცნობით, ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს ამ მომენტისთვის ჩელსი, არსენალი და ბარსელონა იჩენენ.

დუშანს მსურველები თურქეთშიც ჰყავს, თუმცა ვლაჰოვიჩის პრიორიტეტი ევროპის ერთ-ერთ წამყვან ჩემპიონატში თამაშია, ამიტომ თურქულ სუპერლიგაში გადასვლას არ განიხილავს.

იუვენტუსი სერბის სანაცვლოდ დაახლოებით 35 მილიონ ევროს ითხოვს.

error: დაცული კონტენტი !