TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

საკი:“ კიეზას შესანიშნავი მახასიათებლები აქვს, მაგრამ მათი გამოყენება არ იცის“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ ხორვატიასთან ფედერიკო კიეზას თამაში შეაფასა.

„ყოველ ჯერზე, როდესაც კიეზა ბურთს იღებს, მისგან რაღაც განსაკუთრებულს ელოდები, თუმცა ის მოლოდინების გამართლებას თითქმის ვერასოდეს ახერხებს.

„ეჭვგარეშეა, რომ კიეზა გამორჩეული მახასიათებლების მქონე ფეხბურთელია, მაგრამ მან თავისი შესაძლებლობების უკეთ გამოყენება უნდა ისწავლოს.“