TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ვეიგას შენარჩუნებას ეცდება

იუვენტუსის ახალწვეულმა რენატუ ვეიგამ ქომაგებისა და გუნდის ხელმძღვანელობის გული უმოკლეს დროში მოიგო და ბიანკონერი მის შენარჩუნებას ეცდება.

21 წლის ფეხბურთელი იუვენტუსს 6-თვიანი იჯარით იანვარში შეუერთდა და პიერ კალულუს ტრავმის გამო მას დაუყოვნებლივ ძირითად შემადგენლობაში თამაში მოუწია, თუმცა ვეიგამ საქმეს თავი შესანიშნავად გაართვა და როგორც გუნდის ხელმძღვანელობის, ასევე ქომაგების სიმპათია დაიმსახურა.

ვეიგა იუვენტუსში მშრალი იჯარის წესით იმყოფება, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი უახლოეს პერიოდში ჩელსისთან შეხვედრასა და ვეიგას კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩამატებას ეცდება.

error: დაცული კონტენტი !