TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და რომა ბეტისის ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდებიან

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი და რომა რეალ ბეტისის ფეხბურთელის ჯონი კარდოსოს ტრანსფერით ინტერესდებიან.

22 წლის ამერიკელი ესპანურ გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბრაზილიური ინტერნაციონალიდან შეუერთდა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, ამიტომ როგორც იტალიური, ასევე სხვა ევროპული გრანდების ინტერესი დაიმსახურა.

წყაროს ცნობით, მის კონტრაქტში გამოსასყიდი მითითებული გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა, მაგრამ ესპანელები ფეხბურთელის 25-30 მილიონად გაყიდვის წინააღმდეგები არ იქნებიან.