TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს კოლო მუანის იჯარის გახანგრძლივება სურს

იუვენტუსმა რანდალ კოლო მუანის შენარჩუნებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

ფრანგი ფორვარდი ტურინული გრანდის რიგებს სულ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და ტიაგო მოტას გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა.

კოლოს აქტივში იუვენტუსის მაისურით ჩატარებულ 3 მატჩში 5 გოლია და გასაკვირი არ არის, რომ ტურინელებს მისი შენარჩუნება სურთ.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი კოლოს იჯარის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივებას ეცდება, ამჯერად მისი გამოსყიდვის შესაძლებლობებით.

error: დაცული კონტენტი !