TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა და მანჩესტერმა ზაფხულში შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ინგლისური მედიის ცნობით, იუვენტუსმა და მანჩესტერ იუნაიტედმა სეზონის ბოლოს შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

წითელი ეშმაკები გასულ კვირებში აქტიურად დუგლას ლუისის გაფორმებას ცდილობდნენ, თუმცა იუვენტუსთან საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლეს.

Daily Mail-ის ცნობით, მანჩესტერი ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას ზაფხულშიც გეგმავს და იუვენტუსს მის სანაცვლოდ ჯოშუა ზირკზეეს შეთავაზებს, ვის მიმართ ინტერესს ბიანკონერი დიდი ხანია იჩენს.

error: დაცული კონტენტი !