TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ჰანცკოს გაფორმებას საკლუბო მუნდიალის დაწყებამდე გეგმავს

იუვენტუსი დავიდ ჰანცკოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ფეიენორდთან საერთო ენის გამონახვას უახლოეს პერიოდშ ეცდება.

მოგეხსენებათ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებისთვის სატრანსფერო ფანჯარა 1-დან 10 ივნისამდე გაიხსნება და ტურინულ გრანდს ჰანცკოს გაფორმება სწორედ ამ პერიოდში სურს, რომ მისი გამოყენება ტურნირზე შეძლოს.

იუვენტუსსა და ჰანცკოს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია, რომლის მიხედვითაც 27 წლის მცველი ტურინულ გრანდში 2029 წლის ზაფხულამდე დარჩება და მისი გასამრჯელო სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება.

32 views
error: დაცული კონტენტი !