იუვენტუსს მინიმუმ 7 ფეხბურთელი დატოვებს
კრისტიანო ჯუნტოლი სატრანსფერო ფანჯარაზე მუშობას აქტიურად აგრძელებს და გუნდის გაძლიერებასთან ერთად, იტალიელი სპეციალისტი იმ ფეხბურთელების გაშვებას ცდილობს, რომლებიც ტიაგო მოტას გეგმებში არ შედია.
SportItalia-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდის რიგებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მინიმუმ 7 ფეხბურთელი დატოვებს.
წყაროს ცნობით, გუნდიდან წამსვლელთა სიაში არიან ფედერიკო კიეზა, დინ ჰეისენი, ვოიცეხ შესნი, უესტონ მაკკენი, ფილიპ კოსტიჩი, მოიზე კინი და არკადიუშ მილიკი.
ჩამოთვლილ შვიდეულს სამუელ აილინგ-ჯუნიორი და ენცო ბარენეჩეაც ემატებიან, რომლებიც ასტონ ვილაში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლიან და ინგლისური გუნდის ფეხბურთელები გახდებიან.