TuttoJuve

Juve per sempre sarà

კამბიაზოს სიტიში შესაძლო ტრანსფერი დღეს გადაწყდება

იტალიური გამოცემა IlBianconero-ს ინფორმაციით, ანდრეა კამბიაზოს მანჩესტერ სიტიში შესაძლო ტრანსფერის საკითხი დღეს გადაწყდება.

წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც ქალაქელებმა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდეს, ინგლისელები იუვენტუსისთვის იტალიელის თაობაზე პირველ წინადადებას ამზადებენ.

იუვენტუსი კამბიაზოს გაყიდვაზე უარს არ იტყვის, თუ ქალაქელები მინიმუმ 70 მილიონსა და ბონუსებს გადაიხდიან, მიღებული თანხის ნაწილი კი დავიდ ჰანცკოს დაუყოვნებლივ ტრანსფერს მოხმარდება.

32 views
error: დაცული კონტენტი !