TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტურამი იუვენტუსს უახლოვდება

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსსა და ნიცას შორის მოლაპარაკებები კეფრენ ტურამის ტრანსფერის თაობაზე პოზიტიურად ვითარდება.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა და მისი პრიორიტეტი ტურინში დაბრუნებაა, სადაც ბავშვობაში, როდესაც ლილიანი ბიანკონერის რიგებში თამაშობდა, უკვე ცხოვრობდა.

სკირას ცნობით, იუვენტუსს ტურამის გაფორმება დაახლოებით 18 მილიონი ევრო და ბონუსები დაუჯდება.

33 views
error: დაცული კონტენტი !