პაგანინი:“ რაბიო იუვენტუსს ტოვებს“
RaiSport-ის ჟურნალისტმა პაოლო პაგანინიმ ადრიენ რაბიოს სიტუაციაზე ისაუბრა.
„იუვენტუსის გეგმები ნახევარდაცვაში დუგლას ლუისის ტრანსფერის შემდეგ ? ტურინელები კიდევ მინიმუმ ერთ ნახევარმცველს გაიფორმებენ, რადგან ადრიენ რაბიოს გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ფაჯოლი იუვენტუსის პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრება და ის მომდევნო სეზონში ბევრ დროს მიიღებს, თუმცა ჯუნტოლის კიდევ ერთი ნახევარმცველის გაფორმება სურს.
„დი ლორენცო ? ვფიქრობ, მას იუვენტუსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს, მაგრამ ნაპოლისთან მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება.“